სიახლეები

პირველი ვირტუალური შეხვედრა – 23 ნოემბერი 2020

პირველი ვირტუალური შეხვედრა გაიმართა ონლაინ, 23.11.2020. პროექტის პარტნიორებმა საბერძნეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან წარმოადგინეს საკუთარი ორგანიზაციები და მათი წვლილი პროექტში. შეხვედრა იყო ამოსავალი წერტილი შემდეგი ღონისძიებების მართვისთვის, მსოფლიოში არსებული პანდემიის ვითარების გათვალისწინებით. შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ვირტუალური შეხვედრების საშუალებით გაგრძელდეს პროექტთან დაკავშირებული ყველა კომუნიკაცია. პარტნიორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ექნებათ პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა პროექტის პერიოდის ამოწურვამდე.

მეორე ვირტუალური შეხვედრა – 16 დეკემბერი 2020

COVID-19 პანდემიის გამო, VOLinACT პროექტის მე -2 შეხვედრა ონლაინ რეჟიმში შედგა. წარმოდგენილ იქნა პროექტის შედეგები და მასთან დაკავშირებული აქტივობები ყველა პარტნიორთან შეთანხმებით, პროექტის კოორდინატორმა წარმოადგინა სამუშაო გეგმის აღწერა და მოკლე ანალიზი.

პარტნიორებმა არსებითად განიხილეს IO1 პირველი ინტელექტუალური შედეგის დასრულება, უფრო კონკრეტულად კი, კითხვარების მომზადება მოხალისეების ტრენინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები (მოხალისე ტრენერები და ექსპერტები ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში), განისაზღვრა კითხვარის შინაარსი.

ყველაზე ეფექტური შედეგის მისაღწევად, პროექტის ხარისხიანი შინაარსის გამდიდრების მიზნით, პარტნიორებმა გადაწყვიტეს წარმოადგინონ ორი კარგი პრაქტიკა ხანძარსაწინააღმდეგო სფეროში.

მესამე ვირტუალური შეხვედრა, 20 იანვარი, 2021

VOLinACT პროექტის მე -3 შეხვედრა შედგა ვირტუალურად, 20.01.2021 წელს.

გაიმართა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია, რომლის შედეგად დასრულდა კითხვარი, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება მონაწილე ქვეყნებში მოხალისეების სახანძრო დაცვის ორგანიზაციების უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების რუკების შედგენაში.

კითხვარის საშუალებით დადგინდება მოხალისე მეხანძრეებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, მოხდება მოხალისეების ცოდნის ხარვეზების აღიარება, პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება.

პარტნიორებმა ასევე დაადგინეს სახელმძღვანელო პრინციპები ინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობისთვის VOLinACT პროექტთან დაკავშირებით.

Comments are closed.