სპიკერის ჩანაწერები

სლაიდი 10:

ნაბიჯი 1: იპოვეთ ადგილი რომელშიც საერთოდ არ არის საწვავი, ან ძალიან მცირე რაოდენობისაა. თუ დრო გაქვთ და შესაძლებლობა, მოასუფთავეთ საწვავის მიმდებარე ტერიტორია ტოტებისა და ფოთლებისგან. ამის შედეგ გადაყარეთ პაკეტები და დაშალეთ თავშესაფარი.

ნაბიჯი 2: გაასუფთავეთ (თუ დრო გაქვთ)1,2 მეტრიდან 2,4 მეტრამდე თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორია.

ნაბიჯი 3: გაშალეთ თავშესაფარი. გაშლისას ხელი მოკიდეთ სახელურებს რომლებსაც შავი ასოებით აწერია „მარჯვენა ხელი“ და „მარცხენა ხელი“.  არასწორი სახელურის ხელის მოკიდებამ შეიძლება გაზარდოს თავშესაფრის გაშლის დრო რამდენიმე წამით. შეიძლება ეს მცირედი დრო უმნიშვნელო ჩანდეს მაგრამ ყოველი წამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაუდებელ სიტუაციებში. როგორც კი მოკიდებთ ხელს სახელურებს, გაშალეთ თავშესაფარი. ამის გაკეთებისას გამოჩინება ღია შესასვლელი მონაკვეთი თქვენი სხეულის პირისპირ.

ნაბიჯი 4: შედით თავშესაფარში

ახლა უკვე როდესაც თქვენი თავშესაფარი გახსნილია, მოათავსეთ ის მიწაზე, წამოწექით მის შიგნით და ფეხები მოათავსეთ იმ  მხარეს სადაც ყველაზე ძლიერი იქნება ცეცხლი. აუცილებელია თავი და სასუნთქი სისტემა რაც შეიძლება მოშორებით იყოს ასეთ სიტუაციაში ცეცხლისგან. როდესაც უკვე შიგნით ხართ, გაუყარეთო ხელები მოსაჭიდებელ თოკებს რომლებიც დამაგრებულია თავშესაფარშივე.

ნაბიჯი 5: გასწიეთ ზედა ნაწილი და გვერდები

შემდეგი ნაბიჯი ეფექტური თავშესაფრის შესაქმნელად არის ზედა ნაწილისა და გვერდების გაწევა, როდესაც უკვე შიგნით ხართ, რათა დარწმუნდეთ რომ  თავშესაფარი სრულად გაშლილია და არ არის არაფერი მოკეცილი. ამის გაკეთება შესაძლებლობას მოგცემთ, დააგროვოთ უფრო მეტი ჰაერი თავშესაფარში და კიდეებისგან იყოთ შორს როდესაც ისინი ზედმეტად გაცხელდება.

ნაბიჯი 6: დაიჭირეთ თავშესაფარი 

საბოლოოდ, დაიჭირეთ ცეცხლისგან დამცავი თავშესაფარი ხელებით, ტერფებით, იდაყვებითა და ფეხებით. დაწუნებული იყავით რომ გაცვიათ სახანძრო ხელთათმანები, რათა უპრობლემოდ დაიჭიროთ თავშესაფარი ხელების დაწვის გარეშე. როდესაც ხართ თავშესაფრის შიგნით, დარწმუნდით რომ წევიხართ მუცელზე, ცხვირი და პირი გაქვთ მიწაზე სადაც ჰაერი ყველაზე ცივია.

სლაიდი 13:

ისინი უნდა ინახებოდეს ცივ და მშრალ ადგილას, რადგან ოზონი აკარგვინებს ფეხსაცმელებს თავის გამძლეობას.

ფეხსაცმელები რომლებიც დაძველდა, დახეულია ან პერფორირებულია უნდა შეიცვალოს. 
სლაიდი 14: 
მეხანძრემ უნდა იცოდეს რომ ეს კოსტუმები არ არის შექმნილი ცეცხლში შესასვლელად ზედმეტად მაღალი ტემპერატურის პირობებში. 

სლაიდი 15:

  • ეს კოსტუმი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევების დროს, მაგალითად სპეციალური სამაშველო ოპერაციებისას, ან ისეთ სიტუაციებში როდესაც გარანტია არსებობს რომ ხანძარი მყისიერად ჩაქრება.
  • ეს კოსტუმი საჭიროებს SCBA აპარატის გამოყენებას, მაგრამ მისი წონა და მოცულობა ითხოვს მეხანძრის ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და არ აძლევს აქტიური მობილობის საშუალებას.
  • ეს კოსტუმი ითხოვს რომ მეხანძრის მოძრაობები იყოს სინქრონული.

 სლაიდი 16:

კოსტუმი უნდა გაირიცხოს გამოცვლამდე, რადგან მასზე არსებული ნივთიერებები შეიძლება დამაზიანებელი იყოს იმ ადამიანისთვის ვინც ეხმარება მეხანძრეს კოსტუმის გახდაში.

Comments are closed.