სპიკერის ჩანაწერები

სლაიდი 6: აუცილებელია ითქვას რომ მეხანძრე ვალდებულია ყოველთვის იყოს საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში. ეს თუ ასე არ იქნება, მისი და გარეშე პირის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

მეხანძრისთვის უმნიშვნელოვანესი ფიზიკური მდგომარეობის ასპექტებია:

  • პულსი
  • სუნთქვა
  • სისხლის წნევა
  • კუნთების ძალა
  • ბალანსი და ა.შ.

სლაიდი 11: სათვალეები რომლებსაც მეხანძრეები იყენებენ იძლევა კარგ დაცვას ორბიტალურ სივრცეში, ანუ სახეს კარგად ფარავს.

ურბანული და ინდუსტრიული ხანძრების დროს სახის დამცავი ფარები გამოიყენება, რადგან შესაძლებელია მისი აწევ-დაწევა და ხელს არ უშლის, უმეტეს შემთხვევაში, სასუნთქ აპარატს.

სლაიდი 12: თუ ატარებთ ყურის დამცავებს, უმჯობესია თუ ეს იქნება ინტეგრირებული რადიო კომუნიკაციის ყურსასმენებთან, არა მარტო იმიტომ რომ ამით შეამცირებთ ხმაურს, არამედ შეგეძლებათ გქონდეთ კომუნიკაცია სხვა მეხანძრეებთან.

სლაიდი 18: მაგალითად, პლასტმასის ან რეზინის დამცავი ხელთათმანების გამოყენება არ შეიძლება ხანძრისას. მასალა უნდა იყოს ცეცხლ-გამძლე.

სლაიდი 20:

ა. ისინი საშუალებას აძლევენ მეხანძრეს მიუახლოვდეს ცეცხლს და დარჩეს ახლოს (დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით) როდესაც ტემპერატურა არ არის ძალიან მაღალი. ეს კოსტუმები ირეკლავს სიცხეს, აქვთ თერმული გამტარობის დაბალი კოეფიციენტი და არის გამტარი შიგნიდან და გარედან, რათა გაადვილოს ოფლის გამოყოფა. ეს კოსტუმები შექმნილია სხვადასხვა სპეციალური მასალებისგან. მათ აქვთ რამდენიმე ფენა, რათა დაიცვან სხეულის თითოეული ნაწილი.

ბ. ცეცხლში შემავალი კოსტუმები მეხანძრეებს საშუალებას აძლევს შევიდნენ ცეცხლის ეპიცენტრში და დარჩნენ უვნებლად 2 წუთის განმავლობაში, თუ ტემპერატურა ნაკლებია 800 ºC-ზე. ისინი მხოლოდ ექსტრემალურ სიტუციაში უნდა გამოიყენოთ. სახანძრო კოსტუმი სრულად აცალკევებს მეხანძრეს გარემოსგან. ის შექმნილია ალუმინის ბოჭკოვანი მინის რამდენიმე ფენისგან და თუ პირველი ორი ფენა დაიწვა ეს გამოიწვევს უდიდეს რისკს მეხანძრისთვის. მეხანძრეებს უნდა ჩაუტარდეთ სპეციალური გადამზადება, რათა გამოიყენონ ეს კოსტუმები, რადგან ისინი არიან უდიდესი საფრთხის წინაშე როდესაც ამ კოსტუმებს იყენებენ; მათი არასწორი გამოყენება სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

ც. საშიში მასალების კოსტუმი იცავს ქიმიკატებისგან, ტექნიკური და კოროზიული პროდუქტებისგან, რომლებიც შეიძლება შეგხვდეს, მყარ, თხევად ან აირად მდგომარეობაში, მაგრამ არცერთი კოსტუმი არ გვიცავს ყველა პროდუქტისგან ერთდროულად.

სლაიდი 21:

SCBA-ის მახასიათებლები:

  • მარტივია გამოსაყენებლად
  • ათავისუფლებს სუფთა ჰაერს ინჰალაციისადმი მინიმალური წინააღმდეგობით
  • ნებისმიერ დროს გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ რა რაოდენობის სარეზერვო ჰაერი გვაქვს დარჩენილი ნანომეტრის გამოყენებით.
  • მარტივია ჰაერის ავზის გადატუმბვა.
  • მარტივად შესანახია, არ საჭიროებს სპეციფიური ხელსაწყოების ცოდნას.

Comments are closed.